Loading data...
გაეროში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ტრამპი ირანს „მოლაპარაკებების საშუალებას“ აძლევს

გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე საჰაერო დარტყმები შეაჩერა, რათა დიპლომატიური ურთიერთობებისთვის საშუალება მიეცა. ამის შესახებ უოლცმა Fox News-ს განუცხადა.

ელჩი ამბობს, რომ ამ გზით ტრამპი თეირანს „დიპლომატიისთვის სივრცეს“ უტოვებს.

„პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის გარკვეულ სივრცეს ტოვებს“, - აცხადებს უოლცი. 

25 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დრო ჯერ არ დამდგარა.