1784048593
უცხოეთი
გაეროს უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-ირანის საომარი მოქმედებების განახლება რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უდიდესი დარტყმაა
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი ფოლკერ ტიურკი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის საომარი მოქმედებების განახლება რეგიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უდიდესი დარტყმა და ის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ირანს შორის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლება უდიდესი უკუსვლაა როგორც რეგიონის, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ეს ძირს უთხრის სამშვიდობო ძალისხმევას და აღრმავებს არასტაბილურობას, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის ადამიანის უფლებებისთვის მთელ რეგიონში“, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა.