Loading data...
„გაეროს შემცვლელი“ - ტრამპმა მშვიდობის საბჭოს შესახებ განცხადება გააკეთა - CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ ახლად შექმნილ მშვიდობის საბჭოს შეუძლია ჩაანაცვლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკელი ლიდერი არაერთხელ აკრიტიკებს. წერს CNN.

მისივე თქმით, გაერო დიდად სასარგებლო არ ყოფილა.

„მე გაეროს პოტენციალის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მან ვერასდროს გამოავლინა საკუთარი პოტენციალი. გაეროს უნდა მოეგვარებინა ყველა ომი, რომელიც მე მოვაგვარე. არასდროს ვყოფილვარ მათთან, არც კი მიფიქრია მათთან წასვლაზე მე არასდროს მიმიმართავს მათთვის, არასდროს მიფიქრია ამაზე“, - აცხადებს ტრამპი.