Loading data...
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუკაზე კონტინენტების უფრო ზუსტი ზომების ჩვენებას მხარი დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ისეთ რუკებზე გადასვლას, სადაც კონტინენტების რეალური ზომა უფრო ზუსტად არის ნაჩვენები. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

რეზოლუციას 164-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა. აშშ-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. 6-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

აქამდე მერკატორის ცნობილ რუკაზე გრენლანდია ბევრად უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე ის სინამდვილეში არის. მაგ. იმ რუკაზე გრენლანდია ვიზუალურად თითქმის აფრიკის ზომის იყო, მაგრამ რეალურად აფრიკის ფართობი თითქმის 14-ჯერ მეტია. 

გაერომ გადაწყვიტა, რომ მერკატორის პროექციის ნაცვლად Equal Earth-ის პროექცია იყოს გამოყენებული.

გაეროს რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და ნავიგაციაში მის გამოყენებას არ უკავშირდება.