1785564624
უცხოეთი
გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, „ჰამასთან“ შეთანხმება ბოლო დღეების განმავლობაში ერთადერთი კარგი ამბავია
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ განიარაღებისა და ისრაელის ღაზიდან გაყვანის შესახებ გამოცხადებული შეთანხმება „ბოლო დღეების განმავლობაში ერთადერთი კარგი ამბავია“.
სირიაში, იორდანიასა და კვიპროსში თავისი ბოლო ვიზიტების შესახებ საუბრისას, გაეროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთს მეტი ომის რესურსი არ აქვს.
„მინდა ნათლად განვაცხადო: ბრძოლა რეგიონში ყველა ფრონტზე უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა მან.
გუტერეშმა, ასევე, მოუწოდა ისრაელსა და „ჰამასს“, შეასრულონ შეთანხმებები.
„უკვე გამოცხადდა, რომ არსებობს ამ მიზნების განხორციელების საგზაო რუკა. ეს საგზაო რუკა უნდა შესრულდეს ყოველგვარი კითხვების, სკეპტიციზმისა თუ მისი ჩაშლის მცდელობების გარეშე“, - დასძენს გაეროს გენერალური მდივანი.