1758902938
უცხოეთი
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლისას, დელეგატთა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლისას, დელეგატთა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლას დელეგატთა ნაწილი შეძახილებით შეხვდა, ნაწილმა კი ისრაელის პრემიერს ტაში დაუკრა.
სესიის თავმჯდომარემ დარბაზში მყოფებს რამდენჯერმე მოუწოდა წესრიგის დაცვისკენ.
როგორც მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, საინფორმაციო ძალისხმევის ფარგლებში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნეთანიაჰუს გამოსვლა, ხმის გამაძლიერებლებით, ღაზას საზღვარზე იქნება ჩართული.