გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი: ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანებული არ არის
გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ მის სააგენტოს არ გააჩნია „არანაირი მინიშნება“ იმისა, რომ აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანში არსებული რომელიმე ბირთვული ობიექტი დაზიანდა ან დაბომბეს.
„ირანის ბირთვული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან დაკავშირების მცდელობები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ვიმედოვნებთ, რომ კომუნიკაციის ეს აუცილებელი არხი რაც შეიძლება მალე აღდგება“, - აღნიშნა გროსიმ.
რაფაელ გროსი ასევე სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდებს მხარეებს და აღნიშნავს, რომ ირანში ფუნქციონირებს ბირთვული ქარხნები და კვლევითი რეაქტორები, რათა საფრთხე არ შეექმნას ბირთვულ უსაფრთხოებას.~
როგორც ის აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება „ძალიან შემაშფოთებელია“.
რაფაელ გროსი, ასევე, სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდებს მხარეებს და აღნიშნავს, რომ ირანში ფუნქციონირებს ბირთვული ქარხნები და კვლევითი რეაქტორები, რათა საფრთხე არ შეექმნას ბირთვულ უსაფრთხოებას.
„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ჯერჯერობით რადიაციის დონის ნორმის ზემოთ ზრდა არ შეინიშნება“, - განაცხადა გროსიმ.