Loading data...
გაერო: ისრაელის არმიის ტანკებმა ლიბანში გაეროს მშვიდობისმყოფელების განთავსების ადგილას ჭიშკარი შეანგრიეს

ისრაელის არმიის ტანკებმა სამხრეთ ლიბანში გაეროს მშვიდობისმყოფელების განთავსების ადგილას ჭიშკარი შეანგრიეს. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ გაეროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორი ტანკი გაეროს სამშვიდობოების ტერიტორიაზე დილით ადრე შეიჭრა და სამეკავშირეო მექანიზმის გამოყენების შემდეგ, 45 წუთის შემდეგ გავიდნენ ზონიდან.

„რამდენიმე საათში, გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების ადგილის მახლობლად სროლების ხმა გაისმა, რის შემდეგაც კვამლი წარმოიქმნა. ბანაკში კვამლის შესვლის შემდეგ თხუთმეტი მშვიდობისმყოფელი დაშავდა“, - აცხადებენ გაეროში. 

გაეროს განცხადებას ისრაელი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.