Loading data...
გადასახადების 60%-ით შემცირება, ბიზნესის შემოსავლების გაორმაგება და სამხედრო გარანტიები - რას სთავაზობს ტრამპი კანადას აშშ-სთან შეერთების სანაცვლოდ?

კანადის მოქალაქეები გადასახადების სახით 60%-ით ნაკლებს გადაიხდიან, თუ მათი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუერთდება. ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს

ამასთან, ტრამპის თქმით, კანადური ბიზნესის შემოსავლები მომენტალურად გაორმაგდება და ასევე, ქვეყანა, სამხედრო თვალსაზრისით, მსოფლიოში ყველაზე დაცული იქნება. 

„იგივე ეხება გრენლანდიას, რომელიც შეერთებულ შტატებს სჭირდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის და რომელსაც, თავადაც სურს, რომ აშშ იქ იყოს - და ეს ასეც იქნება“, - ამბობს ტრამპი. 

ამას გარდა, ტრამპმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ შობას ულოცავს ყველას, მათ შორის, „ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, თუმცა არალეგალურად მართავენ პანამის არხს“.