1775847950
უცხოეთი
„გადამწყვეტი მომენტია, ყველას გთხოვთ ილოცოთ“ - პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ირანის მოლაპარაკებების წინ მოსახლეობას მიმართა
აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სთხოვა, რომ ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის.
„ეს გადამწყვეტი მომენტია. ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და მსოფლიომ მშვიდობა იხილოს“, - განაცხადა პაკისტანის პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ამერიკელი და ირანელი ლიდერები ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის ჩავლენ.
„პაკისტანის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით“, - აცხადებს პაკისტანი პრემიერი.