Loading data...
FT: ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გეგმავს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას მიანიშნა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, - ამის შესახებ Financial Times-ი  რესპუბლიკელების გუნდზე დაყრდნობით წერს. 

FT-ის სამი წყაროს ცნობით, ტრამპი აპირებს გააგრძელოს უკრაინაში ამერიკული სამხედრო პროდუქტების მიწოდება მისი ინაუგურაციის შემდეგ.

ბრიტანელი ოფიციალური პირების თქმით, ტრამპს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინა არასოდეს არ უნდა გახდეს ნატოს წევრი და სურს კონფლიქტის დაუყოვნებელი დასრულება. თუმცა, მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ იდეას შეესაბამება.

„თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ შეწყვეტს დახმარებას უკრაინას და აიძულებს კიევს დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს“, - იხსენებს Financial Times.

სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინაში ომს დაასრულებს „24 საათში“.

ახლა ცნობილია, რომ ტრამპის გუნდი განიხილავს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების გეგმას და თავად მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიაღწია „გარკვეულ პროგრესს“.