Loading data...
FT: ლონდონში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუბიო და ვიტკოფი არ დაესწრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი 23 აპრილს, ლონდონში უკრაინასა და ევროპის ქვეყნებთან შეხვედრას არ დაესწრებიან, - ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ამასთან, FT-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კით კელოგი ლონდონში იმყოფება და კონსულტაციებში ის მიიღებს მონაწილეობას.

ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტემი ბრიუსმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაესწრება ლომდლონში შეხვედრას.