Loading data...
ფრიდრიხ მერცი: ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანება შეუძლებელია

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ კვიპროსში გამართულ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი პროცესი განიხილეს.

გერმანიის კანცლერმა, ასევე, წამოაყენა წინადადება, რომ კიევი ბლოკის წევრთა შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.

„ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანება შეუძლებელია. თუმცა მე შევთავაზე, რომ ახლა დავიწყოთ პროცესი, რომელიც მოიცავს უკრაინის გაწევრიანებისთვის მომზადების სტრატეგიას“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.