Loading data...
ფრიდრიხ მერცი სეუტას კრიზისზე: ესპანეთს აქვს ვალდებულება დაუყოვნებლივ აღადგინოს კონტროლი

სეუტაში შექმნილ მძიმე მიგრაციულ კრიზისს გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა. ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ესპანეთმა ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება უპირობოდ უნდა უზრუნველყოს, ეს მას შემდეგ გახდა კრიტიკულად აუცილებელი, რაც ქალაქში ერთ დღე-ღამეში 60 000-მდე არალეგალი შეიჭრა.

მერცის თქმით, ბერლინი მხარს უჭერს ესპანეთის განზრახვას, შეაჩეროს მიგრანტთა ნაკადი ევროპისკენ, თუმცა, ამისათვის საჭიროა კონტროლის მყისიერი აღდგენა.

„მადრიდს აქვს სურვილიც და ვალდებულებაც, რომ შექმნილ კრიტიკულ ვითარებაზე კონტროლი რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს. მივესალმები ესპანეთის გადაწყვეტილებას, არ დაუშვას არალეგალების გადასვლა ევროპის კონტინენტურ ნაწილზე“, - განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ ესპანეთის მთავრობასთან მუდმივ კავშირზეა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა პირდაპირ მოუწოდა მაროკოს, უზრუნველყოს არალეგალების დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება.

„მაროკოსგან კი ველოდებით, რომ ის დაუყოვნებლივ მიიღებს უკან არალეგალ მიგრანტებს“, - აღნიშნა მან.