1779255916
უცხოეთი
ფრიდრიხ მერცი იმედოვნებს, რომ ჩინეთის ლიდერი პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მოუწოდებს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმედოვნებს, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. გერმანიის მთავრობის მეთაურის განცხადებას DW ციტირებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს იმ იმედს ვუკავშირებთ, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი მოუწოდებს პრეზიდენტ პუტინს, დაასრულოს ეს ომი უკრაინაში, რომელსაც ის ვერ მოიგებს“, - აღნიშნა კანცლერმა ბერლინში შვეიცარიის პრეზიდენტ გი პარმელენთან შეხვედრის შემდეგ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ ელის „რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში ფუნდამენტურ ცვლილებას“.