Freedom House: აშშ-ში თავისუფლების ინდექსი მინიმუმამდე დაეცა
აშშ-ში თავისუფლების ინდექსი მინიმუმამდე დაეცა ბოლო 50 წლის განმავლობაში. შესაბამისი დასკვნა ორგანიზაციამ, Freedom House-მა გამოაქვეყნა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
შეერთებულ შტაბებში თავისუფლების ინდექსი 3 პუნქტით დაეცა და ამჟამად 81 ბალს შეადგენს, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1972 წლის შემდეგ. Freedom House-ის შეფასებით, აშშ კვლავ თავისუფალ ქვეყანათა ჩამონათვალში შედის, მაგრამ 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე და სამხრეთ კორეაზე უარესია და ის ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ინდექსს შეესაბამება.
Freedom House-ის შეფასებით, ამ მაჩვენებლის შემცირება აშშ-ში საკანონმდებლო ხელისუფლების დისფუნქციურობას და აღმასრულებელი ხელისუფლების დომინირების გამო ხდება, ასევე ხდება სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა და მთავრობა ანტიკორუფციული მექანიზმების შეფერხებას ცდილობს.
Freedom House-ის ცნობით, დედამიწის მოსახლეობის 21% ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიებში შედის. ამასთანავე, მხოლოდ ერთმა ქვეყანამ, ფინეთმა, 100-დან 100 ქულა მიიღო.