Loading data...
Forbes: კურსკის ოლქიდან უკრაინელების უკან დახევისას რუსებმა უკრაინული ძალების იარაღი ხელში ჩაიგდეს

კურსკის ოლქიდან რამდენიმე დღის წინ უკრაინული ძალები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. უკან დახევის დროს კი, რუსულმა ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების იარაღი ხელში ჩაიგდეს, - აღნიშნულის შესახებ Forbes-ის ანალიტიკოსი დევიდ აქსი წერს.

„ამ გზით რუსებმა შეძლეს უკრაინის საბრძოლო მანქანებისა და ტექნიკის ხელში ჩაგდება. უკრაინელებმა სულ კურსკის რეგიონში 500-მდე მანქანა და სხვა მძიმე ტექნიკა დაკარგეს, თუმცა დანაკარგები რუსულ მხარესაც აქვს“, - აცხადებს ანალიტიკოსი. 

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა 2023 წელს უკრაინას M-1 Abrams 31 ტანკი გადასცა. უკრაინულმა ძალებმა აღჭურვეს ელიტარული 47-ე მექანიზებული ბრიგადის ერთი ბატალიონი.

M-2 Bradley, სავარაუდოდ, საუკეთესო საბრძოლო მანქანაა რუსეთ-უკრაინის ომში მისი მობილურობის, დაცვისა და ცეცხლსასროლი ძალის დაბალანსებული კომბინაციის გამო.

ბაიდენის ადმინისტრაციამ 300-ზე მეტი ბრედლი გაგზავნა უკრაინაში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახლა დაკარგეს მინიმუმ 80 ბრედლი.