Loading data...
Forbes: ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მლრდ აშშ დოლარს გადასცდა

ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ბიზნესმენი გახდა, რომლის ქონება 600 მლრდ აშშ დოლარზე მეტია. ამის შესახებ გამოცემა Forbes იუწყება.

ეს მონაცემები მასკის ერთ-ერთი კომპანიის, SpaceX-ის ფასის ახალ მონაცემებს ეფუძნება. კომპანია კოსმოსური აპარატების გაშვებით, ასევე ინტერნეტის გლობალური თანამგზავრული ქსელის, Starlink-ის განვითარებით არის დაკავებული.

მიმდინარე წლის აგვისტოში SpaceX-ის ფასი 400 მლრდ აშშ დოლარი იყო. დეკემბრის დასაწყისში კი, როდესაც კომპანიის აქციები ბირჟაზე გაიტანეს, იქ უკვე მისი ფასი 800 მლრდ დოლარს შეადგენდა.

მასკს SpaceX-ის აქციების 42% ეკუთვნის და ეს 336 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ბიზნესმენის საერთო ქონება 677 მილიარდი დოლარია.

Forbes-ის ვერსიით, მეორე ადგილზე მყოფი მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი, Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი მასკს 425 მლრდ დოლარით ჩამორჩება. პეიჯის ქონება ამჟამად 225 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.