1773234731
უცხოეთი
ფონ დერ ლაიენი: ევროპამ ენერგეტიკული კრიზისი რუსული რესურსების გარეშე უნდა გადალახოს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროპა სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს, თუ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დაბრუნებით ენერგეტიკული ფასების ზრდის შეჩერებას შეეცდება. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ამზადებს ვარიანტებს ენერგიის ფასების შესამცირებლად, როგორებიცაა ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებების უფრო ეფექტურად გამოყენება, სახელმწიფო დახმარების ზომები და სუბსიდიები, ან გაზზე ფასების ლიმიტი.
„მიმდინარე კრიზისში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა მივატოვოთ ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია და დავუბრუნდეთ კიდეც რუსულ წიაღისეულ საწვავს. ეს სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.