1790801789
უცხოეთი
Flydubai-ის თვითმფრინავის მგზავრები საუდის არაბეთიდან ისრაელში ჩავიდნენ
„Flydubai-ის თვითმფრინავის მგზავრები საუდის არაბეთიდან ისრაელში ჩავიდნენ, მას შემდეგ, რაც პილოტებს შორის ჩხუბის გამო თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უაღრესად სერიოზული ინციდენტი“ უწოდა.
მისი თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება დაკითხავს დუბაი – თელ-ავივის რეისის მეორე პილოტს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ომანის მოქალაქეა.
ავიაკომპანია Flydubai-ის განცხადებით, ინციდენტის ნამდვილი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
ისრაელის სატრანსპორტო სამინისტროს განმარტებით, შემთხვევის შესახებ გამოზიებას თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩაატარებენ.