Loading data...
ფინეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთს მშვიდობა არ სურს და დროს წელავს

ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი მიიჩნევს, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს და დროის გაწელვას აგრძელებს.

„როგორც ჩანს, რუსეთს სინამდვილეში მშვიდობა არ სურს“, - აღნიშნა ჰაკანენმა.

მინისტრის თქმით, ყველა ნიშანი და სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი სამხედრო მანქანის შენელებას.

„რუსეთი დროს აჭიანურებს და თვლის, რომ ამ გზით ის უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე დასავლური დემოკრატია“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჰაკანენმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერები მხოლოდ მაშინ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც ნამდვილად იქნება რაიმე შეთანხმება და ამის დრო ჯერ არ დამდგარა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას, ახლა მნიშვნელოვანია ზუსტად გავიგოთ, თუ რას გულისხმობენ ისინი. ბუნდოვანი დაპირებების მიცემას აზრი არ აქვს.

ამავდროულად, მისი თქმით, აუცილებელი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ უკრაინას ძლიერი პოზიცია ჰქონოდა.