Loading data...
ფინეთის პრეზიდენტი: უნდა ვაღიაროთ, რომ აშშ-ის იდეოლოგია ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს

ევროპამ და ფინეთმა უნდა აღიარონ, რომ შეერთებული შტატები იცვლება და რომ აშშ-ის ადმინისტრაციის იდეოლოგია, რომელიც მის საგარეო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, ეწინააღმდეგება ჩვენს საკუთარ ღირებულებებს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა

გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ შეერთებული შტატები ცვლილებებს განიცდის. მოკავშირეების მიმართ მისი მიდგომა იცვლება. ასევე, მის მიერ საგარეო პოლიტიკის წარმოების მეთოდები იცვლება“, - აღნიშნა ალექსანდრ სტუბმა.

მისი თქმით, ცვლილებების მიუხედავად, აშშ კვლავ „მნიშვნელოვან მოკავშირედ“ რჩება, თუმცა მისი მოქმედება ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს იდეოლოგია, რომელიც ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ფინეთის პრეზიდენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვის ვადები არ დაასახელა.