1755953248
უცხოეთი
ფინეთის პრეზიდენტი: უახლოეს მომავალში ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ ამჟამად ვერ ხედავს რუსეთის მზადყოფნის ნიშნებს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის განსახილველად. ამის შესახებ მან Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტუბის თქმით, რუსეთი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გაგრძელებას „სულ მცირე შემოდგომამდე, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თავისი ტერიტორიული მიღწევები“.
„მიზანი თუ იყო ორმხრივი შეხვედრა ვაშინგტონის შეხვედრიდან ორ კვირაში, ანუ ამ ორშაბათიდან ერთ კვირაში, მე ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. გაჭიანურების რუსული ტაქტიკა გრძელდება“, - დასძინა ფინეთის პრეზიდენტმა.