ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ამჟამად არც ცეცხლის შეწყვეტით არის დაინტერესებული და არც სამშვიდობო შეთანხმებით

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი მიიჩნევს, რომ კრემლი ამჟამად ომის დასრულებით არ არის დაინტერესებული. ამის შესახებ მან პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩემი აზრით, საჭიროა ორი ეტაპი. პირველი, ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ გამოსავლის პოვნა, რაც ძალიან რთული იქნება და შემდეგ რეალური მშვიდობა, მაგრამ პუტინს ეს არ სურს და სწორედ ეს არის პრობლემა. პრეზიდენტ პუტინის მიზანი, სტრატეგია არ შეცვლილა - მას მთელი უკრაინა სურს, მას სურს უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის განადგურება“, - განაცხადა სტუბმა.
სტუბის თქმით, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ სანქციებია.
ფინეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ფინეთი ამა თუ იმ ფორმით შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მანვე დასძინა, რომ ფინეთს რუსეთთან სიახლოვის მიუხედავად „მაინც მშვიდად სძინავს“.