1781288949
უცხოეთი
ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპასა და რუსეთს შორის დიალოგი, შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაიწყოს
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის დიალოგი, შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაიწყოს.
მისი თქმით, როგორც არაფორმალური, ასევე, დიპლომატიური კონტაქტები კვლავაც გრძელდება.
„მე მსურს, რომ ევროპა მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, დიალოგი განაახლოს. თუ ევროპული ინსტიტუტები ამას ვერ შეძლებენ, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 18 ივლისს, ევროპული საბჭოს სამიტზე იქნება მიღებული. შემდეგ კარგი იდეა იქნებოდა წარმომადგენელთა ჯგუფის შექმნა. უნდა არსებობდეს გაგება, თუ როგორი იქნება რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მომავალში. გარკვეულ მომენტში დიალოგი უნდა განახლდეს როგორც ევროპულ დონეზე, ასევე, ფინეთის შემთხვევაში, ორმხრივ დონეზე“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.