Loading data...
Financial Times: შეერთებულმა შტატებმა ვენესუელური ნავთობის გაყიდვიდან 13 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე წელს ვენესუელის ნავთობის გაყიდვიდან 13 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა“, -  აღნიშნულის შესახებ Financial Times-ი წერს.

ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა ბედი ეწია ამ თანხებს მათი მიღების შემდეგ. 

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ვენესუელის ეკონომიკის აღდგენის ნიშნები კვლავ შედარებით სუსტია, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ნაწილი გაუქმდა.

მათი შეფასებით, ეს შეიძლება მიუთითებდეს, იმაზე რომ აშშ-მა ნავთობის გაყიდვიდან მიღებული ყველა შემოსავალი კარაკასს უკან არ დაუბრუნა.

როგორც მედიასაშუალება წერს, აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი ამ თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით სხვადასხვა განმარტებას აკეთებს. 

„ტრამპის ვენესუელაში შეჭრა თავიდანვე ნავთობს, ძალაუფლებასა და კორუფციას უკავშირდებოდა, ხოლო ვენესუელის ნავთობიდან მიღებულ მილიარდობით დოლარს ტრამპის ადმინისტრაცია აკონტროლებდა გამჭვირვალობისა და დაცვის მექანიზმების გარეშე“, - განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა ხოაკინ კასტრომ.

მისივე თქმით, კონგრესი „სიბნელეშია“.

ამასთან, ვენესუელელმა ეკონომისტმა ფრანსისკო როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ოფიციალური მაჩვენებელი პირველ კვარტალში — 2,5% იყო, რაც ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

მისივე თქმით, სავარაუდოდ ვენესუელის ეკონომიკას პროგრესი ვერ ექნება, რადგან შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის მთავრობას გაზრდილი ნავთობშემოსავლების სრული მოცულობა არ გადასცა.

თავის მხრივ, ვენესუელელმა ეკონომისტმა და ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხოსე გუერამ განაცხადა, რომ ნავთობიდან მიღებული შემოსავლები წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი იყო. 

„სად არის ფული? არანაირი გამჭვირვალობა არ არსებობს და აშშ-ის მთავრობა ჩვენ ინფორმაციას არ გვაწვდის“, — გუერა.