1789972958
უცხოეთი
Financial Times: რუსეთის საჰაერო იერიშებმა უკრაინის ფოლადის მრეწველობის პარალიზება გამოიწვია
რუსეთის საჰაერო იერიშებმა, რომლის დროსაც ბალისტიკური რაკეტები იყო გამოყენებული, უკრაინის სამი მსხვილი მეტალურგიული საწარმო მწყობრიდან გამოიყვანა. ამის შესახებ Financial Times იუწყება.
ეს საწარმოები ქვეყანაში ფოლადის წარმოების 90%-ს უზრუნველყოფდა. რაკეტებით იერიშები ქარხნების საკვანძო ადგილებზე, მათ შორის ბრძმედებზე განხორციელდა. ამის გამო საწარმოები Metinvest და ArcelorMittal ამჟამად არ ფუნქციონირებს.
„უკრაინას ფოლადის მრეწველობა აღარ გააჩნია“, - განაცხადა Metinvest-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.
უკრაინის მეტალურგიაზე იერიშები მისი ეკონომიკის განადგურების ნაწილია. იერიშები ხორციელდება საწყობებზე, ლოგისტიკურ ცენტრებზე, რკინიგზაზე, ავტოგასამართ სადგურებზე და სავაჭრო ინფრასტრუქტურაზე.