Loading data...
Financial Times: ევროკავშირი ფულის გათეთრების სიაში რუსეთის შეყვანის საკითხს განიხილავს

ევროკავშირი „რუხ სიაში“ რუსეთის შეყვანის საკითხს განიხილავს. ამ სიაში შედიან ქვეყნები, სადაც ფულის გათეთრების ძალზე სუსტი კონტროლის მექანიზმები არსებობს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

როგორც გამოცემას ევროკომისიაში არსებულმა წყარომ აცნობა, „რუხ სიაში“ რუსეთის შეყვანის საკითხს ევროპარლამენტის წევრთა უმეტესობა მხარს უჭერს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

ამ სიაში შეყვანა ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებს, ასევე ის სიაში შეყვანილ ქვეყნებთან ფინანსური ოპერაციების და ტრანზაქციების წარმოებისას სხვა ქვეყნებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამის გამო ფინანსური ოპერაციების წარმოება უფრო რთული და ძვირი ხდება.

როგორც წესი, ევროკავშირის მიერ შედგენილი „რუხი სია“ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სამთავრობათაშორისო ჯგუფის სიას ემთხვევა. დოკუმენტის მიღება მომავალ კვრას იგეგმება.