Loading data...
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთზე თავდასხმების განსახორციელებლად სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტოებს დაავალა, უკრაინას რუსეთზე თავდასხმების განსახორციელებლად სადაზვერვო ინფორმაციას მიაწოდონ, - განუცხადეს წყაროებმა Financial Times-ს.

ამავდროულად, როგორც გამოცემა განმარტავს, ამ პირმა დასძინა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი კვლავ ეწინააღმდეგება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების სახსრების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას. ტრამპი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუ ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ იარაღის შეძენას ვაშინგტონში და შემდეგ კიევს მიაწვდიან.

„ეს ომი არასდროს მოხდებოდა, დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, რასაც თავად პრეზიდენტი პუტინიც აღიარებს და პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს მის შეჩერებას. პრეზიდენტმა, ასევე, მიაღწია ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ნატოს მოკავშირეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ამერიკული იარაღი. ამ დროისთვის სხვა განცხადებები არ გვაქვს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი თქვა აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე, თუმცა დაადასტურა, რომ კიევი და ვაშინგტონი „ტომაჰავკებთან“ დაკავშირებით „ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს აწარმოებენ“.