Financial Times - არა მხოლოდ დონბასი: პუტინს კიევსა და ოდესაზე კონტროლის დამყარება სურს
„რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში უფრო დიდი მიზნები აქვს. მიუხედავად იმისა, საჯაროდ განაცხადა, რომ დონბასზეა ორიენტირებული კიევსა და ოდესაზე კონტროლის დამყარებას განიხილავს“, - ამის შესახებ Financial Times-ი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედიასაშუალება წერს, რუსეთის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ სამხედრო სიტუაცია მათ საშუალებას აძლევს, გააგრძელონ შეტევა და თანდათანობით გააფართოონ მოლაპარაკებებში მოთხოვნები.
„ის არ აიღებს ზაპოროჟიეს, არ აიღებს დონბასს, არ აიღებს ხერსონს, მაგრამ გახსოვდეთ, გეგმა ყოველთვის კიევის აღება იყო. დავალება დასახულია და უნდა შესრულდეს“, - აცხადებს ერთ-ერთი წყარო.
სხვა წყაროების ცნობით, კრემლი კვლავ დარწმუნებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგობა, შესაძლოა, ომის ზეწოლის ქვეშ თანდათან შესუსტდეს.
„პუტინის რეალური ამბიციები, სავარაუდოდ, უკრაინაზე თავისი ბატონობის განმტკიცებაა, სულ მცირე, მთელ დნეპრის გასწვრივ, რაც მოიცავს კიევისა და შავი ზღვის მთავარი პორტის, ოდესის, აღებას“, - აცხადებს წყარო.