Loading data...
Financial Times: ახლო აღმოსავლეთში ომით რუსეთმა ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო - კრემლი დღიურად 150 მილიონ დოლარამდე შემოსავალს იღებს

რუსეთი ნავთობის გაყიდვიდან დღეში 150 მილიონ დოლარამდე საბიუჯეტო შემოსავალს იღებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო რუსეთმა ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო, - წერს გაზეთი Financial Times-ი

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, მოსკოვმა უკვე მიიღო 1,3–დან 1,9 მილიარდ დოლარამდე დამატებითი შემოსავალი ნავთობის ექსპორტზე დაწესებული გადასახადებიდან მას შემდეგ, რაც ჰორმუზის ფაქტობრივმა დახურვამ ინდოეთისა და ჩინეთის მხრიდან რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. 

Financial Times-ის ანალიზის მიხედვით, რუსეთის მთავრობამ მარტის ბოლოსთვის, შესაძლოა, 3,3–დან 4,9 მილიარდ დოლარამდე დამატებითი შემოსავალი მიიღოს. 

ინფორმაციისთვის, მანამდე კი „ევრონიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „რუსეთმა ირანის ომის მიმდინარეობის პერიოდში საწვავის ექსპორტიდან თითქმის 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. “

Centre for Research on Energy and Clean Air-ის მიხედვით, რუსეთის ყოველდღიური შემოსავლები თებერვლის შემდეგ საშუალოდ 14%-ით გაიზარდა. ევროპაში დაფუძნებული ეს კვლევითი ცენტრი რეალურ დროში აკვირდება რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს.