1757568756
უცხოეთი
FBI-ს დირექტორი: ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, - ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კეშ პატელი სოციალურ ქსელში წერს.
„საშინელ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, რომელმაც ჩარლი კირკის სიცოცხლე შეიწირა, ამჟამად დაკავებულია. მადლობა ადგილობრივ და შტატის ხელისუფლებას გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობისთვის“, - წერს პატელი.
The subject for the horrific shooting today that took the life of Charlie Kirk is now in custody. Thank you to the local and state authorities in Utah for your partnership with @fbi.
— FBI Director Kash Patel (@FBIDirectorKash) September 10, 2025
We will provide updates when able.