Loading data...
FBI-მ იმ რეპორტიორის სახლი გაჩხრიკა, რომელიც საიდუმლო სამთავრობო მასალების უკანონოდ შენახვაშია ბრალდებული

FBI-მ The Washington Post-ის რეპორტიორის ჰანა ნატანსონის სახლი გაჩხრიკა. ქალს აშშ-ის საიდუმლო სამთავრობო მასალების უკანონოდ შენახვაში ედება ბრალი. ინფორმაციას Fox News იუწყება. 

ჩხრეკისას ნატანსონი ვირჯინიის შტატში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. ორდერში აღნიშნული იყო, რომ სამართალდამცავი ორგანოები მერილენდის შტატში მოქმედი სისტემის ადმინისტრატორის აურელიო პერეს-ლუგონესის საქმეს იძიებდნენ, რომელსაც წვდომა აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე და რომელსაც ბრალად ამ ინფორმაციის სახლში წაღება ედება.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რეპორტიორი სწორედ ლუგონესისგან იღებდა ინფორმაციას. ჩხრეკისას ნატანსონს ტელეფონი ჩამოერთვა. 

რაც შეეხება პერეს-ლუგონესს, ის ამერიკის მოქალაქეა და ამჟამად, მერილენდის შტატში ცხოვრობს. ბრალდებული საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია და 2002 წლიდან მუშაობს კომპანიაში, რომელიც სამთავრობო სააგენტოა. 

როგორც მედია იუწყება, ლუგონესს ბრალად უცხო ქვეყნის აგენტობა ედება. მისი სახლის სარდაფში აღმოჩენილია დოკუმენტები გრიფით „საიდუმლო“, რომელიც აშშ-ის ეროვნულ თავდაცვას უკავშირდება. 

The Washington Post-ის ცნობით, მათი რეპორტიორი ამ სკანდალური საქმის მასალებს შეისწავლიდა, რის გამოც მისით FBI დაინტერესდა. 

ამ ეტაპზე, გამოძიება დეტალების დადგენაზე მუშაობს.