Loading data...
FBI-მ ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ვიდეო გაავრცელა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის ვიდეო გაავრცელა. 

FBI-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ როგორ დარბის მუქ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი შენობის სახურავზე, შემდეგ ჩამოდის და შემთხვევის ადგილიდან გარბის. დათვალიერებისა და თითის ანაბეჭდების აღების შემდეგ სახურავზე ნაკვალევი აღმოაჩინეს.

სავარაუდო მკვლელს სროლის მომენტში ეცვა „კონვერსის“ ბრენდის ფეხსაცმელი და შავი მაისური ამერიკის დროშითა და არწივით.

10 სექტემბერს, 31 წლის ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას კისრის არეში ესროლეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კირკი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კირკი გარდაიცვალა.