Loading data...
F-16-ები აუცილებელია, რათა უკრაინას ჰქონდეს გამარჯვების შანსი, მათ გარეშე რუსეთი მოიგებს ომს - ამერიკელი გენერალი

თეთრი სახლის განცხადება, რომ თითქოს უკრაინას მიაწოდეს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსი დამპყრობლების დასამარცხებლად, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ევროპაში ნატოს ძალების ყოფილმა უმაღლესმა მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა.

მან, ასევე, მხარი დაუჭირა პოზიციას ამერიკული იარაღით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმების შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობის შესახებ.

„თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კერძოდ, ჯონ კირბიმ საჯაროდ თქვა, რომ ჩვენ უკრაინას ვაძლევთ ყველაფერს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გაიმარჯვოს, ვერ დავეთანხმები. ის ჩემთან მუშაობდა და კარგად ვიცნობ, ახლა კი პოლიტიკურ პოზიციას იკავებს და ახმოვანებს პოლიტიკურ მესიჯებს. არა, ჩვენ არ ვაძლევთ უკრაინას ყველაფერს რაც აუცილებელია“, - აღნიშნა სამხედრო ოფიცერმა.

მისი აზრით, მეტი ეფექტურობისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იქნება შეიარაღებული ძალებისთვის უკვე მიწოდებული ამერიკული იარაღის გამოყენებაზე ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნა.

ბრიდლავმა, ასევე, ხაზი გაუსვა F-16-ების აუცილებლობას, რათა უკრაინას ჰქონდეს გამარჯვების შანსი. 

გენერლის განცხადებით, გამარჯვებისთვის უკრაინას სჭირდება ეფექტური ავიაცია, ისევე როგორც საბრძოლო მომზადება.