Loading data...
ევროპულმა საბჭომ უკრაინის დასახმარებლად 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ეს, Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული 50 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტიდან გამოყოფილი თანხის პირველი ნაწილია.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში რეგულარული გრანტებისა და სესხების გაცემით, დახმარებას გაუწევენ უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციის გამართულ ფუნქციონირებას.

ამასთან, უკრაინაში არსებული მძიმე ფისკალური ვითარებიდან გამომდინარე, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს სახსრების რაც შეიძლება სწრაფად გადაცემის მნიშვნელობას.