Loading data...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ტრამპის კრიტიკაზე: მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ როგორც მოკავშირეებმა - არ უნდა ჩავერიოთ ჩვენი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა გამოეხმაურა, დონალდ ტრამპის კომენტარებს უკრაინაში მშვიდობის დამყარების ევროპულ ძალისხმევასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელი მოკავშირეები დაადანაშაულა „ძალიან ბევრ ლაპარაკში“ და იმაში, რომ ისინი არაფერს „აძლევენ“ ომისგან დაზარალებულ ქვეყანას.

„ჩვენ შეერთებული შტატების მოკავშირეები ვართ და მოკავშირეებმაც მოკავშირეების მსგავსად უნდა იმოქმედონ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ შიდა ცხოვრებაში... ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელების არჩევანს და მათაც პატივი უნდა სცენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს“, - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.