ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ბლოკადა არასდროს არის გამოსავალი
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოსტამ გააკრიტიკა აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა და CNN-ს განუცხადა, რომ „ბლოკადა არასდროს არის გამოსავალი“.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბლოკადები სხვა ბლოკადების გადაწყვეტა არ არის“, - განუცხადა მან CNN-ის ჟურნალისტს.
კოშტამ ამ კვირაში გამართულ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ინიცირებულ იმ ქვეყნების კოალიციის კონფერენციაზე მიუთითა, რომლებიც მზად არიან ჰორმუზის სრუტეში თავდაცვითი ზომები მიიღონ, და მას წინსვლის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გზა უწოდა.
„ჩვენ სწორი გზით მივდივართ, სწორი გზა კი ამ საკითხის საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით გადაჭრაა“, - განაცხადა მან.
როდესაც მას მიუთითეს იმ ფაქტზე, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მსგავსი კოალიციის ავტორიზაციის შესახებ გასულ კვირას ჩინეთმა და რუსეთმა დაბლოკეს, კოშტამ აღნიშნა, რომ პროგრესის მიღწევა ჯერ კიდევ „შეუძლებელი“ არ არის.
„იდეალურ სამყაროში ჩვენ გვექნებოდა ეს მანდატი გაეროს უშიშროების საბჭოსგან, თუმცა შეუძლებელი არ არის მოქმედება სხვა ჩარჩოებში - არა როგორც ამ ომის ნაწილი, არამედ როგორც სამშვიდობო გამოსავლის ნაწილი“, - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.