Loading data...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების დრო არ არის

ახლო აღმოსავლეთის საკითხზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სატელეფონო კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ახლა არ უნდა შემსუბუქდეს. ამის შესახებ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მან აღნიშნა, რომ G7-ის ქვეყნები ორიენტირებულნი არიან ირანსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის უსაფრთხოებასა და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე გავლენის მინიმუმამდე დაყვანაზე.

კოშტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების უზრუნველყოფაა და რომ ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესება ხელს შეუწყობს ბაზრების სტაბილიზაციას და რუსეთის შემოსავლების შეზღუდვას.

„ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების დრო არ არის“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.