ევროპული „კვარტეტი“ ჟენევაში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს შეუერთდა - La Repubblica
იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ჟენევაში იმყოფებიან, სადაც უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს, - ამის შესახებ გამოცემა La Repubblica იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ოთხი ქვეყნის ოფიციალური პირები „აკვირდებიან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდს.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებები ხუთ სფეროში მიმდინარეობს: ტერიტორიული, სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხები.
„გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, იტალია აკვირდება მესამე მოლაპარაკების სესიის მიმდინარეობას“, - წერს გამოცემა.
გამოცემის თანამოსაუბრეების ცნობით, უკრაინული მხარე ჟენევაში მოლაპარაკებების შედეგების შემდეგ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის, და შესაძლოა, აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.