Loading data...
ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლვოვში დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს

ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი 9 მაისს ლვოვში ჩავიდნენ და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ზე იტყობინება

ევროპელმა დიპლომატებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად ლიჩაკოვის სასაფლაოს საპატიო მოედანი მოინახულეს, სადაც რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცები არიან დაკრძალულები. 

„დღეს ჩვენ ევროპის დღეს უკრაინასთან და მის ხალხთან ერთად აღვნიშნავთ, რადგან ოჯახში სიხარულსა და სირთულეებს ყველა იზიარებს. საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ხანგრძლივი მშვიდობისთვის, იმ მომავლისთვის, რომლისაც გვჯერა“, - წერს კაია კალასი.