ევროპის რამდენიმე აეროპორტში კიბერშეტევების გამო ტექნიკური შეფერხებებია

ევროპის რამდენიმე აეროპორტში, მათ შორის გერმანიასა და ბელგიაში, კიბერშეტევების შემდეგ ტექნიკური შეფერხებები დაფიქსირდა. ამის შესახებ Deutche welle იუწყება.
ბერლინის აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის სისტემა დაზიანდა. ამის გამო რეგისტრაციის დრო უფრო ხანგრძლივი გახდა. შედეგად - რეისები დაგვიანებით სრულდება.
ბრიუსელის აეროპორტში მგზავრთა ავტომატური რეგისტრაციის სისტემა დაზიანდა. ავიაკომპანიები ურჩევენ მგზავრებს, რომ აეროპორტში მისვლამდე საკუთარი რეისების სტატუსი შეამოწმონ და აფრთხილებენ, რომ ყველა პროცედურის გავლას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდება.
ლონდონის ჰითროუს აეროპორტშიც ტექნიკური ხარვეზის გამო რეისები იგვიანებს. ამასთანავე, აეროპორტის ადმინისტრაცია ტექნიკურ პრობლემაზე საუბრობს და კიბერშეტევას ამის მიზეზად არ ასახელებს. ლონდონის აეროპორტში აცხადებენ, რომ ზოგიერთ ავიაკომპანიას მგზავრთა რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემებში ტექნიკური სირთულეები შეექმნა.