ევროპის დაცვა საკუთარი ძალებით უნდა შევძლოთ - ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზებ ბორელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა თავდაცვის პარადიგმა უნდა შეცვალოს.
როგორც ბორელი საკუთარ ბლოგში წერს, ევროპას საკუთარი თავის დაცვა დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს.
„ჩვენ გვჭირდება ევროპის თავდაცვის პარადიგმის შეცვლა. ჩვენი გაერთიანება შიდა ბაზრისა და ეკონომიკის ირგვლივ აშენდა და ეს კარგად მუშაობდა გაერთიანების ხალხებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. თუმცა, იგივე გზით ვეღარ წავალთ. ჩვენი უსაფრთხოება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა აშშ-სთვის დელეგირებული. ხოლო ბოლო 30 წელი, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ჩვენ დავუშვით ჩუმად განიარაღება.
ხელში უნდა ავიღოთ ჩვენი სტრატეგიული პასუხისმგებლობა და ევროპის დაცვა საკუთარი ძალებით შევძლოთ - ძლიერი ევროპული საყრდენი NATO-ს შიგნით უნდა ავაშენოთ“, - წერს ბორელი.