Loading data...
ევროპელი ლიდერები უსაფრთხოებისა და უკრაინის საკითხებზე სასაუბროდ დღეს დუბლინში შეიკრიბებიან

12 ნოემბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის ლიდერი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე შეიკრიბება, რათა კონტინენტის უსაფრთხოებისა და უკრაინის საკითხები განიხილონ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

შეხვედრას ასევე დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ამჟამად რუსეთში იმყოფებიან, სადაც კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს მართავენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი მოსკოვიდან ირლანდიაში გაემგზავრებიან.

შეხვედრა, რომელიც ადგილობრივი დროით შუადღისას უნდა დაიწყოს, ევროპელი ლიდერებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, განიხილონ მიმდინარე კვირას აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები.