Loading data...
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა.

რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში.

ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHMI) ცნობით, დოქსანის რაიონში, პრაღის ჩრდილოეთით, ტემპერატურამ 40.8 გრადუსს მიაღწია. ეს ჩეხეთის ისტორიაში ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დანიაში, ქალაქ ოდუმში, 37 გრადუსი დაფიქსირდა. ბოლოს ქვეყანაში მსგავსი ტემპერატურა 1976 წელს იყო.

შვეიცარიაში ზედიზედ მესამე დღეა, ივნისის ყველაზე ცხელი დღის რეკორდი დაფიქსირდა, როდესაც ბაზელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში ტემპერატურამ 39 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

გერმანიაში ჰაერის ტემპერატურამ 41. 5 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ახალი რეკორდია. ძლიერი სიცხის გამო ბერლინის პოლიციამ ქალაქში ადამიანების გასაგრილებლად წყლის ჭავლის ორი მანქანა გამოიყენა.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სიცხის ტალღას შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.