1785077213
უცხოეთი
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - საფრანგეთსა და ესპანეთში ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი
ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ევაკუირებულია 330 000-ზე მეტი ადამიანი.
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოსთან მეხანძრეები მასშტაბური ტყის ხანძრების ლოკალიზებას ცდილობენ. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ღამის განმავლობაში დაახლოებით 55 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძარმა უკვე 42 000 ჰექტარი ტყე გაანადგურა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრად ითვლება.
ამასთან, რთული ვითარებაა ესპანეთში. მადრიდისა და ავილის მიმდებარე რეგიონებიდან 90 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ახალი ხანძრის კერა ვალენსიის მახლობლად გაჩნდა.