Loading data...
ევროპაში, შესაძლოა, წყლის გამაცხელებლები გაძვირდეს

გაფნიუმი და ცირკონიმუმი, რაც წყლის გამაცხელებლების წარმოებისას არის აუცილებელი, ევროკავშირში დაშვებული ნივთიერებების სიაში არ მოხვდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ევროკავშირმა ეს ელემენტები უსაფრთხოდ არ ჩათვალა სასმელ წყალზე მათი მავნე ზემოქმედების გამო. მწარმოებლების შეფასებით, წყლის 90%-ზე მეტი გამაცხელებელი შეიძლება ევროპული ბაზრიდან გაქრეს, რაც დარჩენილი პროდუქციის ფასს მნიშვნელოვნად გაზრდის.

გაფნიუმი და ცირკონიუმი გამცხელებელ ქვაბებსა და ტუმბოებში მათი მაღალი თერმომდგრადობის გამო გამოიყენება. ალტერნატიული მასალების ფასი დაახლოებით 5-ჯერ მაღალია.

სასმელი წლის ხარისხის ახალი რეგულაციები ევროკავშირში 2027 წელს შევა ძალაში.