Loading data...
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც EU-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათი იარაღით შეტევაზე შეზღუდვა მოუხსნან

ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გააუქმონ შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ლეგიტიმურ სამიზნეებზე დასავლური იარაღის გამოყენებაში უშლის ხელს.

როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამის რეზოლუციას 425-მა ევროპელმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 63-მა თავი შეიკავა, ხოლო 131 წინააღმდეგ წავიდა. 

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ მოქმედი შეზღუდვების გაუქმების გარეშე, უკრაინა სრულყოფილად ვერ შეძლებს თავდაცვაზე საკუთარი უფლების რეალიზებას და მის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობაზე შეტევების წინააღმდეგ, დაუცველი დარჩება. 

როგორც ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, საბრძოლო მასალის არასაკმარისი მარაგი და მათი გამოყენების შეზღუდვები ქმნის რისკს, რომ მათ მიერ ადრე გაწეული ძალისხმევა წყალში ჩაიყრება.