Loading data...
ევროპარლამენტის პრეზიდენტი ირანის რეჟიმს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყანა მისგან თავისუფალი უნდა იყოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში ირანის რეჟიმს აკრიტიკებს.

„ირანელი ხალხი ძალადობრივი თეოკრატიის ჩექმის ქვეშ იმყოფება იმდენივე ხანია, რაც მე ვარსებობ – ცხოვრობენ რეჟიმის პირობებში, რომელიც უარს ამბობს განსხვავებული აზრის, პლურალიზმის ან თავისუფლების შემწყნარებლობაზე. 47 წელი ძალიან ბევრია ჩუმად ყვირილისთვის. ირანელების არცერთმა ახალმა თაობამ არ უნდა მიიღოს მემკვიდრეობად შიში დაბადებიდანვე. ირანი თავისუფალი უნდა იყოს“, - წერს მეცოლა.