Loading data...
ევროპარლამენტი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს - Le Monde

ევროპარლამენტი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. 

აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გასული წლის ივლისში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ დაიდო.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ევროპარლამენტის პოზიციას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება შეჩერდეს. 

ბარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს დონალდ ტრამპის სატარიფო შანტაჟს დაემორჩილოს.

„საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას“, - აცხადებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.